გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს. კურორტზე სეზონი წელს ოფიციალურად 13 დეკემბერს იხსნება. ამის შესახებ ”ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, წელს კურორტზე გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. გუდაურში დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც, რაც სასრიალო ტრასების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, გაკეთდა საბავშვო პარკი და საჩოჩიალო.