LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ვიზიტორებს ორი ახალ საბაგირო კომპლექსი დახვდებათ

134
01

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტო (Mountain Trails Agency), 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, ვიზიტორებს ორ ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს.

6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (ე.წ „ბაბლი“) საბაგიროების სიგრძე 1249 და 1369 მეტრი, თითოეულის გამტარუნარიანობა კი საათში 1800-2400 მგზავრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გუდაურში გონდოლას ტიპის მხოლოდ ერთი საბაგირო ფუნქციონირებს, რომელიც ყოველწლიურად ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პირობებში მგზავრთა ნაკადის განტვირთვას ვეღარ ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები