პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ”ვულე-ვუ”-ში 16 და 17 სექტემბერს Guerlain-ის დღეებია. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ვულე-ვუ”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ნოდიამ აღნიშნა, 16 სექტემბერს, ვაჯა-ფშაველას 35 ნომერში. ხოლო 17 სექტემბერს ჭავჭავაძის 42 ნომერში მდებარე „ვულე-ვუ“-ს ფილიალებში მთელი დღის განმავლობაში Guerlain-ის მომხმარებელი მიიღებს 25% ფასდაკლებას Guerlain-ის მთელ ასორტიმენტზე.
მისივე ინფორმაციით, მსურველებს Guerlain-ის სახლის სპეციალისტებისგან განსაკუთრებული რჩევები (სახის კანის მოვლისა და მაკიაჟის), მოდურ მაკიაჟი, მასაჟი, ინფორმაცია ახალ ტენდენციებზე, კომპლიმენტები და საჩუქრები ელოდებათ.
”ვულე-ვუს”მაღაზიები თბილისში რამდენიმე ფილიალს ფლობს. მომხმარებლებს კი სასურველი პროდუქციის შეძენა შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: მარჯანიშვილის#19, რუსთაველის გამზ.#46, ჭავჭავაძის გამზ.#42, პეკინის ქ.#27, ვაჟა-ფშაველას გამზ.#35, ქავთარაძის ქ.#1 (სავაჭრო ცენტრი გუდვილი), პეკინის ქ.#17, სავაჭრო ცენტრი ”გლდანიმოლი”.