Guerlain-ის პარფიუმერულმა სახლმა ახალი არომატი გამოუშვა. მას L’homme ideal sport დაარქვეს და ის ქარიზმატული, გონებამახვილი და სპორტული მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი.
ტუალეტის წყალში ვეტივერიას, პაჩულისა და კუმარინის ნოტები იგრძნობა. სუნამო უკვე გაყიდვაშია.
Guerlain მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი პარფიუმერული სახლია, ის 1828 წელს პიერ ფრანსუა პასკალ გერლენმა დააარსა. ქალბატონებისთვის პირველი არომატი 1829 წელს შექმნა და ის საკუთარ მეუღლეს მიუძღვნა. ხოლო პირველი არომატი მამაკაცებისთვის ოდეკოლონი Imperiale იყო, ის მეცხრამეტე საუკუნეში შექმნა და საფრანგეთის იმპერატორს ნაპოლეონ მესამეს ეძღვნებოდა. მთლიანობაში ”გერლენს” რამდენიმე ასეული არომატი აქვს შექმნილი. 1994 წლიდან ბრენდის გამოყენების უფლება კორპორაცია ლუი ვიტონს აქვს.