დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში დიღმის ტყეში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ვერსიით, დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირმა კორპუსი მარცხენა მხრიდან დატოვა და დიღმის ტყისკენ წავიდა.
დიღმის ტყეში ექსპერტ-კრიმინალისტებმა, სავარაუდოდ, ფეხის ანაბეჭდები აიღეს და ასევე სხვა ნივთმტკიცებები იპოვეს.