LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუგლი“ 2 ათასი ევროთი დაჯარიმდა: მიზეზი „ერის ხსნის ტაძარი“ გახდა

152
Catedrala Mântuirii Neamului - București (Iulie 2019)

რუმინეთში კომპანია „გუგლი“ 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი კი ინტერნეტმომხმარებლის მიერ ქვეყნის მშენებარე საკათედრო ტაძრის შეურაცხმყოფელი სიტყვით მონიშვნა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევრონიუსი აცხადებს.

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა „გუგლის“ რუკაზე საკათედრო ტაძარი მონიშნა სახელწოდებით „რუმინელი ერის გასულელების ტაძარი“.

The National Cathedral in Bucharest

რუკაზე სახელწოდება რამდენიმე საათში ჩასწორდა, თუმცა  ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

რუმინეთის ანტიდისკრიმინაციულმა ეროვნლმა საბჭომ  გუგლის დაჯარიმების გადაწყვეტილება 17 ივნისს მიიღო.

რუმინეთის ახალი საკათედრო ტაძარი  2018 წელს გაიხსნა, მაგრამ მისი სრულად დამთავრება 2024 წელს იგეგმება. მას „ერის ხსნის ტაძარს ეძახიან“ და მისი სიმაღლე 135 მეტრია.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ტაძრის მშენებლობაზე, რომელიც დასრულებისთანავე მსოფლიოში ყველაზე მაღალი და დიდი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება, ძალიან დიდი თანხები იხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g