„გუგლმა“ ცოტა ხნის წინ გამართულ კონფერენციაზე „ანდროიდის“ განახლება დააანონსა. ეს არის ყველაზე მასშტაბური ცვლილება „ანდროიდის“ ისტორიაში.
„ანდროიდი გახდა უფრო მეტყველი, დინამიური გამოყენებაში და უფრო პერსონალიზებული, ვიდრე ოდესმე“, – აცხადებენ კომპანიაში.
ამავდროულად გაიზრდება მისი ენერგოეფექტურობაც. სრულად შეიცვალა მისი ინტერფეისი.
ცნობისთვის, „ანდროიდ 12“-ის პირველი ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, მისი სრულფასოვანი გატანა ბაზარზე შემოდგომაზე მოხდება.