LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად ხანშიშესული ქალბატონის გულისცემა წარმატებით აღდგა“ – „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს 

148
ing (1)

ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადის წევრებმა ხანშიშესული ქალბატონის კარდიოგენული შოკიდან წარმატებით გამოიყვანეს.

სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმატების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს:

„ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადის წევრების წარმატება – გამოძახების მოტივი – დაბალი არტერიული წნევა.

გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხანშიშესული ქალბატონი კარდიოგენული შოკით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მიღებული იქნა პაციენტის ტრანსპორტირების გადაწყვეტილება, რა დროსაც მან დაკარგა გონება, შეწყვიტა სუნთქვა, ხოლო მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა.

ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად გულისცემა წარმატებით აღდგა.

პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

გვემაყება: ექიმი – ნინო გიორგაძე
ექთანი – ანა ჟორჟოლიანი
მძღოლი – მალხაზ ძამაშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადის წევრების წარმატება

გამოძახების მოტივი – დაბალი არტერიული წნევა.
გამოძახების…

Posted by შენი სიცოცხლის გადასარჩენად on სამშაბათი, 30 იანვარი, 2024

 

 

 

 

 

magti 5g