LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულაობა“ შეიძლება დამთავრდეს ზედოზირებით, უეცარი სიკვდილით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სცენარია… დაფიქრდით, რამდენად ღირს – ნურასდროს მოიხმართ იმიტომ, რომ ასე გითხრეს, თვითონ გადაწყვიტეთ, არ არის სასირცხვილო, არ მოგწონდეს“ – ექიმი ნარკოლოგი მიმართვას ავრცელებს

179
ზურა სიხარულიძე

ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას აფრთხილებს, თუ რა რისკებისა და საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, გაურკვეველი სახის ნივთიერებების მოხმარების შედეგად.

როგორც ექიმი ვიდეომიმართვაში ამბობს, არავინ იცის წინასწარ, რა შეიძლება აღმოჩნდეს „მიწაში დამარხული“ ან თუნდაც სხვა ფორმით ნაყიდი ნივთიერება, ამდენად, ასეთ შემთხვევაში, პრევენცია ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ზურა სიხარულიძე მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ, სანამ გაურკვეველი სახის სინთეტიკურ ნარკოტიკებს მოიხმარენ, რადგან მისი თქმით, მასში შემავალი ნივთიერებები სიცოცხლისთვის საშიშია და მათ შორის, ერთჯერადი მოხმარებითაც კი, შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს.

როგორც ექიმი საუბრის შესავალში ამბობს, ვიდეო განკუთვნილია განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ერთჯერადი მოხმარებით, შესაძლოა „არაფერი დაემართოს“.

ზურა სიხარულიძე მსმენელს რჩევებსაც უზიარებს და სხვადასხვა ნარკოტიკის მიღების ან დამოკიდებულების გაჩენის შემდეგ, მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე საუბრობს:

ვიდეო: „მომისმინე, შენ გეუბნები.. დაანებე თავი ამფეტამინის და ალფა-პვპ-ს ძებნას, ძალიან ცუდად დაამთავრებ. გაამწარებ შენს თავს, ოჯახს.. შეიძლება ფსიქიატრიულში აღმოჩნდე, ან ზედოზირება მოგივიდეს“ – ზურა სიხარულიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

„ეს ვიდეო განკუთვნილია იმათთვის, ვინც თვლის, რომ არაფერი მოხდება, თუ ერთხელ გავსინჯავ, დავისვენებ, „რელაქსი“ მინდა, ამდენი ხალხი ხმარობს; თან ინტერნეტში უამრავი რამ წავიკითხე, ერთმანეთს გავუზიარეთ, „ტიკ-ტოკზე“, რა ვიცი მილიონ რამეზე, რომ უსაფრთხოა, ადვილი მოსანახია საიტზე, ვერავინ გამაკონტროლებს, სად და როგორ ვიყიდე და ა.შ.

კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ამ სცენარს აქვს სამი სხვადასხვა „გამოსავალი“: [რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოთ]:

პირველი, ის, რაც გამოიწერე, შესაძლოა, სრულიად სხვა რამე აღმოჩნდეს და იყოს „ფენტალინით“ დაბინძურებული. „გულაობა“ შეიძლება დამთავრდეს ზედოზირებით, უეცარი სიკვდილით ან დაიძინო და დილით საწოლში მკვდარი გნახონ! ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სცენარია…

„სიკვდილის თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია“ – მომაკვდინებელი ნარკოტიკები ბაზარზე და კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

რა არის ფენტალინი; რამდენად საშიშია მისი მოხმარება და რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით – აღნიშნულ თემებზე  „ფორტუნასთან“ სამედიცინო სფეროსა და დარგში მომუშავე სპეციალისტებმა ისაუბრეს.

თუ ვინმესთან ერთად მოიხმარე და იციან, შეუძლიათ 112-ში დარეკონ, სანამ ზედოზირება უფრო მძიმე გახდება [სუნთქვა გაჩერდება და საავადმყოფოში გადაგიყვანენ], სანამ „ნალოქსონს“ გაგიკეთებენ…

ბევრი კითხვა იყო, რა არის „ნალოქსონი“ ანუ, „ნარკანი“, ეს არის უნივერსალური ანტიდოტი, ოპიატების ზედოზირების დროს გამოიყენება. შესაბამისად, არის უნივერსალური საშუალება, რომ ადამიანი ზედოზირების დროს გადარჩეს. როდესაც ასეთი ტიპის „გულაობას“ გადაწყვეტ, ყოველთვის შეეცადე, რომ მარტო არ იყო.

„მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! ჩაატარეთ კვლევა, რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

მეორე სცენარი ის არის, რომ შეიძლება დაგეწყოს ჰალუცინაციები, შფოთვა, ფორიაქი, დეზორიენტაცია, დერეალიზაცია, ძლიერი აღგზნება, შემდეგ შესაძლოა აგეწიოს წნევა, განვითარდეს ინსულტი და ინფარქტი, რადგან სტიმულატორების მოხმარების დროს, ეს არის [ერთ-ერთი] მეორე გართულება, შეიძლება ისეთიც კი, რომ საერთოდ, რეალობასთან კავშირი დაკარგო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდე. ალბათ, არც ესაა სასიამოვნო სცენარი.

მესამე სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის ის, რომ რაც ყველაფერი ზევით ვთქვი, შესაძლოა არ მოხდეს, არაფერი მოგივიდეს და ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ერთ მოხმარებას შეიძლება მეორე, მესამე მოჰყვეს და მერე ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ იმიტომ, რომ მოგეწონა.

რაც მთავარია, შენი სურვილით იმოქმედე, ნურასდროს მოიხმარ ნარკოტიკს იმიტომ, რომ ეს კარგია, „იგულავებ“ და ვიღაცამ ასე გითხრა, შენ თვითონ გადაწყვიტე, ეს არ არის სასირცხვილო, არ მოგწონდეს ნარკოტიკის მოხმარება. არავინ გაძალებს, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდე, რა ზიანი შეიძლება მოგიტანოს ნარკოტიკმა და რა შეიძლება შეცვალოს შენს ცხოვრებაში.

„დამემართა შიშები, მეშინოდა უაზროდ ვიღაცის.. რომ არა ფსიქოზამდე მისვლა, ალბათ, ვერ გადავაგდებდი. მივხვდი, რომ ეს მდგომარეობა დამღუპველი, მომაკვდინებელი იყო.. შეუძლებელი არაფერია, ადამიანი ნებისმიერ „ლომკას“ გაუმკლავდება, არ მოკვდება“ – რას იწვევს „ალფა პვპ“-ს მოხმარება: ექიმი ნარკოლოგის ინტერვიუ

ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მორიგ ცნობიერების ასამაღლებელ ვიდეო-ინტერვიუს უზიარებს, რომელიც მან სინთეზური ნივთიერების, [ასევე მოიხსენიებენ, როგორც „აბაზანის მარილს“] „ალფა პვპ“-ს (alpha-PVP) მომხმარებელთან ჩაწერა.

იმის გარდა, რაც უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი შეიძლება ასე ცუდად განვითარდეს, შენ შეიძლება გაგიჩნდეს მძიმე ფორმის დამოკიდებულება და ეს მდგომარეობა მოგეწონოს.

ნარკოტიკის ძებნის და მოხმარების გარდა, შეიძლება საინტერესო აღარაფერი იყოს იმიტომ, რომ დაგიზიანდება ფსიქიკა, ჯანმრთელობა, საბოლოოდ გაგიფუჭდება ურთიერთობები მეგობრებთან, მშობლებთან, შეყვარებულთან, ნარკოტიკის გარდა, აღარაფერი იქნება საინტერესო შენს ცხოვრებაში.

ყოველთვის ეცადე კარგი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მოიხმარო ესა თუ ის ნარკოტიკი იმიტომ, რომ ნარკოტიკს არაფერი კარგი არ მოაქვს, გარდა იმ წუთიერი სიამოვნებისა, რომელსაც იმ მომენტში იღებ.

„ერთ მოხმარებას მოყვება მეორე, მეორეს – მესამე.. ვითარდება მძიმე დამოკიდებულება.. ისე გარდაიცვლები ვერც ვერავინ გაიგებს. ღირს ეს ყველაფერი წუთიერ სიამოვნებად?“ – ზურა სიხარულიძე

სამწუხაროდ, მოდი „გავერთობი“ მეფედრონით, მეტამფეტამინით, ამფეტამინით, ალფა/პვპ-თი, ჯი-ეიჩ-ბით, კარგი იდეა არ არის, რადგან ეს ყოველთვის შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. იქნება სხვა გართობა სჯობს, კარგი მუსიკა, ურთიერთობები, მოგზაურობა.

მე, რა თქმა უნდა, ყველას უსაფრთხო გართობას გისურვებთ, ყოველთვის დაფიქრდით, რამდენად ღირს ეს „გაგულავება“, ვინც პირველად მოიხმართ, განსაკუთრებით მათ, ვისაც მოგიხმარიათ იმათაც, იმიტომ, რომ არავინ არ იცის, რა არის მიწაში დამარხული, ან ხელზე რას ყიდულობთ, რადგან არავინ იცის, რა შემადგენლობაა ამ სინთეტიკურ ნარკოტიკებში.

გისურვებთ, ყოველთვის უსაფრთხო „გულაობას“, ისეთ „გულაობას“, რომ ადამიანები დაფიქრდნენ მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქიკის გათვალისწინებით.“ – ამბობს ზურა სიხარულიძე მიმართვაში.

კიდევ ერთხელ “გულაობაზე”

Posted by Zura Sikharulidze on Tuesday 12 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g