LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გული მტკივა, რომ არ ვარ თბილისში, ვხედავ ღალატს ქართული ერის მიმართ: ლევან ვასაძე

223
1 (2)
“თბილისი პრაიდის” მეორე დღეს ლევან ვასაძემ საავადმყოფოდან, სადაც ის მკურნალობს ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
“გული მტკივა, რომ არ ვარ თბილისში, მე ვხედავ ღალატს ქართული ერის ტრადიციის მიმართ”, – განაცხადა ვასაძემ.
მან ძალოვან უწყებებსაც მიმართა და მოუწოდა გადმოვიდნენ ხალხის მხარეს და დაიცვან ქართული ტრადიციები.
ლევან ვასაძის მიმართვა მოძრაობის “ერთობა, რაობა, იმედი” “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნდა.

“არვიცი რა ხდება ჩემს თავს და რატომ მოვხვდი აქ, სრულიად მინდობილი ვარ უფალს. გული მტკივა რომ არ ვაქ თბილისში. მე ვხედავ  ღალატს ქართული ერის ტრადიციის მიმართ. ვხედავთ სრულ პოლარიზაციას. ერთ მხარეს არის ქართველი ერი და მეორე მხარეს  პოლიტიკური მხარე, რომელიც ღალატობს და არცხვენს საქართველოს.

ამას ემატება ქართველი ჟურნალისტების უტიფარი, მოღალატეობრივი მიდგომა ქართული ტრადიციების მიმართ და კიდევ უტიფარი, შეუვალი, უსირცხვილო საქციელი დასავლური კორპუსის მხრიდან, რომელსაც რამდენჯერმე უთხრა მთელმა ერმა და ეკლესიამ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია.

მოვუწოდებ ძალოვანებს, ნუ ირცხვენენ თავს ბიჭებო! არავითარი მუნდირი და კარიერა არ გიღირთ იმისთვის, რასაც აკეთებთ. მოგიწოდებთ გადმოხვიდეთ ქართველი ხალხის მხარეს და დადგეთ იქ სადაც თქვენი ხალხი დგას”,-ამბობს ლევან ვასაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g