LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გული მწყდება, რომ ჩემი კარგი მეგობრები ჩემი კოლეგები აღარ იქნებიან, თორემ იმას რა თქმა უნდა, რომ გორგილაც და კაცებიც, როცა და სადაც მოინდომებენ, იქ დაუბრუნდებიან სატელევიზიო სივრცეს“ – მებო ნუცუბიძე

331
BeFunky-collage (1)

„პირველი არხის“ თანამშრომელი, გადაცემის „აკუსტიკა“ ერთ-ერთი წამყვანი, მებო ნუცუბიძე არხზე რამდენიმე გადაცემის დახურვის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ კოლეგების ერთგულ მაყურებლად დარჩება.

„იხურება არხი „ტელესკოლა“ და 7 გადაცემა, მათ შორის „კაცები“ – პირველი არხის განცხადება

„მე იმაზეც მწყდება გული, რომ ახალი წლიდან, ჩემი კარგი მეგობრები ჩემი კოლეგები აღარ იქნებიან.

თორემ, იმას რა თქმა უნდა, რომ გორგილაც და კაცებიც, როცა მოინდომებენ და სადაც მოინდომებენ, იქ დაუბრუნდებიან სატელევიზიო სივრცეს.

და მეც მუდამ დავრჩები მათ ერთგულ მაყურებლად.

პ.ს. კაცები 5 იანვარს შევხვდებით“, – წერს მებო ნუცუბიძე.

ნინო ზაუტაშვილი: „დათო გორგილაძე შესანიშნავ გადაცემას აკეთებდა და კიდევ უკეთესს გააკეთებს ნებისმიერ პლატფორმაზე“

ცნობისთვის, არხმა რამდენიმე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტებულია გადაცემების დახურვის მიზეზი და ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კატეგორიულად მიუღებლად რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება.

„პირველი არხის“ განცხადებით, რესტრუქტურიზაცია მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g