LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულის რითმის აჩქარება

106
გულის რითმის აჩქარება

თუ გულის რითმი აღემატება 100 დარტყმას წუთში და ის არ არის გამოწვეული ვარჯიშით ან სტრესით, მიიჩნევა საყურადღებოდ. არსებობს ტაქიკარდიის ისეთი თანმდევი შედეგები, როგორიცაა გულის უკმარისობა, ინფარქტი და ინსულტი. ტაქიკარდიას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სახის სიმპტომები და შეგრძნებები. გამომდინარე იქიდან, რომ ტაქიკარდიის არსებობისას ხდება სისხლის დინების აჩქარება, ვერ ესწრება ორგანოებისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლის მიწოდება და ისინი კვების გარეშე რჩებიან. რის შედეგადაც ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მკერდის არეში; სინკოპე (გულის წასვლა); თავბრუსხვევა; ქოშინი. 

გულის რითმის აჩქარების მიზეზებია: ცხელება; ალკოჰოლის ხშირი მოხმარება; რეგულარულად კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება; ორსულობა; მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა; სისხლში ელექტროლიტების (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი) დისბალანსი; მედიკამენტების გვერდითი მოვლენები; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული აქტივობის გაზრდა (ჰიპერთირეოზი); სისხლის წითელი უჯრედების მოცულობის შემცირება (ანემია), ასევე გამოწვეული სისხლდენით; თამბაქოს მოხმარება; ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, მათ შორის სტიმულატორები.

გულის რითმის აჩქარების დროს აუცილებელია მალევე დადგინდეს გამომწვევი მიზეზი. ამისათვის სპეციალისტთან დროული მიმართვა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აუცილებელია გამოირიცხოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ორსულობა, მედიკამენტების ან ნივთიერებების გვერდითი მოვლენები და ვირუსული ინფექცია. გაიხადეთ ცხოვრების წესად რეგულარული შემოწმებები. წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ ფიზიკური გამოკვლევები და შეატყობინეთ თქვენი გულისცემის ნებისმიერი ცვლილების შესახებ თქვენს ოჯახის ექიმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები