მოდელი თამთა შედარნია სოციალურ ქსელში 26 სექტემბრის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე მისთვის და მისი ოჯახისთვის სულიერად სავსე და ღრმად სიმბოლურია.
„26 სექტემბერი ჩემთვის განსაკუთრებული, ბედნიერი და მნიშვნელობით სავსე თარიღია.
ამ დღეს დაიბადა ჩემი სულის ნაწილი ჩემი მეუღლე.
ზუსტად ამ დღეს, სამი წლის წინ, დავიწერეთ ჯვარი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.
და სწორედ ამავე დღეს, ჩემი მეუღლის 40 წლის იუბილეზე მოვნათლეთ ჩვენი მეოთხე შვილი მიხეილ რატიანი.
გულით მადლიერი ვარ უფლის, ასეთი ოჯახისთვის, მეუღლისა და შვილებისათვის.
ბედნიერი ქალი ვარ
ეს თარიღი ჩვენ გავასამმაგეთ და მივეცით ღრმა, ღვთისშემოსილი მნიშვნელობა გავხადეთ ღმერთის სამეულის სიმბოლო ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში“, – წერს თამთა შედანია.