LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულითად მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს, რომელსაც გული სტკივა უკრაინის გამო და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს რუს ოკუპანტზე სწრაფ გამარჯვებას უსურვებს” – რას წერს უკრაინული მედია

114
Untitled design (1)

ქართველმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ საკუთარი საიუბილეო კონცერტიდან შემოსული თანხით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი უყიდა.

ბუბა კიკაბიძემ საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად დახარჯა

კიკაბიძის ქველმოქმედებაზე წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“.

სამადლობელ მიმართვას ავრცელებს გენერალ რომან დაშკევიჩის 26-ე საარტილერიო ბრიგადაც:

„ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ 84 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე შემოსული თანხით მან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებისთვის მიკროავტობუსი იყიდა.

„გულითად მადლობას ვუხდით ამ საქციელისთვის ვახტანგ კიკაბიძეს, რომელსაც გული სტკივა უკრაინის გამო და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუს ოკუპანტზე სწრაფ გამარჯვებას უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, ვახტანგ კიკაბიძე უკრაინას ჯერ კიდევ 2014 წელს უჭერდა მხარს, როდესაც ამბობდა, რომ „ყირიმი უკრაინაა“.

„შემდეგ მან ვლადიმირ პუტინს “შავი ძალის პოლიტიკოსი” უწოდა. 2022 წელს კი, როცა რუსეთმა უკრაინას შეუტია, მან თქვა: „ვფიქრობ, რომ უკრაინა მოიგებს ამ საზიზღარ ომს და ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. მინდა ვუთხრა ჩემს უკრაინელ ძმებს და დებს, რომ ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე.

ვახტანგ კიკაბიძემ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინას დაუჭირა მხარი“, – წერს „უნიანი“.

magti 5g