LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულზე სკდებიან, რომ ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია: თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებზე

122
1583948115-ცერცვაძე

„გულზე სკდებიან, რომ ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ თქვა, „ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო“.

როგორც ცერცვაძე ამბობს, ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერს იტყვის.

„ვინც სერიოზული ადამიანია და სერიოზულად ჩაიხედა ჩვენი კლინიკური ჯგუფის მუშაობაში და კლინიკურ მართვაში, ამას ისინი არ ამბობენ. ჰანს კლუგემ, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში იყო შვიდი დღე და ჩვენს საქმიანობას ეცნობოდა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, (ძალიან არ უყვართ ოპონენტებს ამის მოსმენა) რომ ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენ, ბრავო. ეს თქვა ევროპის პირველმა პირმა და ინფექციონისტმა. როდესაც კლუგე კარგად ეცნობა ჩვენ მუშაობას და ამბობს, ბრავო და კალოიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია კლინიკაში, ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია, ერთი კონსტრუქციული, ჭკვიანური წინადადებით არ შემოსულა, რომ ჩვენ გაგვეთვალისწინებინა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ამას ყველა, ნებიმისმიერი იტყვის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვახტანგ კალოიანი, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონეა, უსაქმურად ჩამოყალიბდა. ცერცვაძე აცხადებს, რომ ოპონენტები გულზე სკდებიან.

„კაცი, რომელიც არის ცნობილი რეანიმატოლოგი და მაღალი რეპუტაციის მქონე, ამჟამად ჩამოყალიბდა, როგორც ტიპური უსაქმური, რომელიც ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს. ერთი ადამიანი გადაარჩინე, მერე დამიჯექი და მეკამათე. იმდენად კარგად არის მომზადებული კლინიკური სექტორი, ვერ პოულობენ რამეს რომ თქვან. გულზე სკდებიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია. პირდაპირ ვერაფერს ამბობენ და ასე არაპირდაპირი მინიშნებები აქვთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

magti 5g