LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდი მუშაობს ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და მიყვება მისი გადანაწილების გეგმას: “ასტრაზენეკას” პასუხი ევროკავშირს

74
FORTUNA.GE- (1)

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსხვილი მწარმოებელი კომპანია ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება. “ასტრაზენეკაში” აცხადებენ, რომ ვაქცინების გადანაწილება სამართლიანი იქნება.

გუშინ, ევროკავშირში განაცხადეს, რომ გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ვაქცინების მწარმოებელი კომპანიისგან მოითხოვეს დეტალური გეგმა, თუ როდის მოხდება მისი განაწილება სახელმწიფოებზე და მწარმოებელს კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებენ

მოგვიანებით, კომპანიაში განაცხადეს, რომ იცავენ წესებს და მიყვებიან ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინების გადანაწილების გეგმას.

კომპანიის ხელმძღვანელმა, პასკალ სორიომ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

მისი განმარტებით, შეფერხება გამოიწვია იმან, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან კონტრაქტი სამი თვით ადრე გაფორმდა, ხოლო დანარჩენმა სახელმწიფოებმა განაცხადი მოგვიანებით შეიტანეს.

პასკალ სორიომ თქვა, რომ თებერვლის შუა რიცხვებში შესაძლებელი იქნება გაერთიანებული სამეფოს სამიზნე პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია და აღნიშნა, რომ მარტისთვის დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია შესაძლოა 28-30 მილიონ ადამიანს ჩაუტარდეს.

გასულ კვირას, “ასტრაზენეკამ” განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემების გამო, მარტის ბოლომდე შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინის დაპირებული რაოდენობით ვერ მოემარაგებინა.

კონტრაქტი ევროკავშირსა და “ასტრაზენეკას” შორის 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა, ხელშეკრულების მიხედვით კომპანიამ ქვეყნები ვაქცინის 400 მილიონი დოზით უნდა მოამარაგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები