LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუნდიდან არავინ მიდის“ – ირმა ზავრადაშვილი

182
BeFunky-collage - 2023-03-20T215558.175

„გუნდიდან რომ არავინ მიდის ეს ზუსტად ვიცი, დანარჩენი თუ ვინმე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან სხვაგან სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს, ამის შესახებ თავად გააკეთებენ კომენტარს“ – ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა გადაცემა „დღის თემის“ წამყვანის კითხვას, ტოვებენ თუ არა პარლამენტს უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც ე.წ აგენტების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძის მიერ პარლამენტის დატოვებას, ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ მან განცხადება თავად უნდა გააკეთოს თუ რატომ ტოვებს მანდატს.

„კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა ჯერ სად იყო კანონი, როცა ინფორმაცია არსებობდა, რომ სხვაგან უნდოდა სამუშაოდ გადასვლა და არა გუნდს ტოვებდა. დიდი განსხვავებაა ამ 2 ფაქტს შორის“ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

უმრავლესობის წევრმა განათლების ახალ მინისტრთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ გიორგი ამილახვარი განათლების სისტემაში თავის სიტყვას იტყვის.

„ჩემი ყოფილი კოლეგა, გიორგი ამილახვარი არის პროფესიონალი, კარგი ადამიანი, კარგად იცის არსებული პრობლემები და სწორი გეგმაც აქვს ჩამოყალიბებული, რომ ჩვენმა განათლების სისტემამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლოს. ეჭვიც არ მეპარება რომ თავის სიტყვას იტყვის განათლების სისტემაში. ჩხენკელს ნუ დავუკარგავთ, ბევრი რამე გააკეთა, რაც მართლა დასაფასებელია.

ნებისმიერი მინისტრი შეიძლება სხვა მინისტრით შეიცვალოს, ეს არ ნიშნავს რომ ის ცუდი იყო. უბრალოდ შეიძლება ადამიანი იყოს კარგი, მაგრამ უკეთესით ჩანაცვლდეს, ვისაც უკეთესი ხედვები აქვს და თანამედროვე გამოწვევებს უფრო კარგად ხედავს“ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები