LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც მაქსიმალურად უნდა გავთავისუფლდეთ – დავით ჭიჭინაძე

78

ვფიქრობ, გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, სამინისტროების საქმიანობაში ივანიშვილი არასდროს ჩარეულა და პორტირებულებს და ჩანერგილებს მინისტრები ინახავენ. „მე ჩემი დაპირებები და შეხედულებები გამაჩნია; თუ არ ჩამაყენებენ საქმის კურსში, თუ არ იქნება ის პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს დავპირდით, ჩემი მხარდაჭერაც არ იქნება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად; ვინც ამას შესთავაზებს მოიგებს. თუ იქნება ჩანერგილი ადამიანები და მათი შეუცვლელობის პრინციპი, რომელიც ძალიან აღიზიანებს ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენი პარტიის წევრებს, მე ვიქნები წინააღმდეგი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, მინისტრები ინახავენ პორტირებულებს და საკუთარი პარტიის წევრებს არ ასაქმებდნენ. „ვალდებულებები, რომლებიც გვქონდა, ამის სულ ძველ კადრებზე ხდებოდა დაყრდნობები. ადამიანებს, რომლებმაც იბრძოლეს რეჟიმის გასაშვებად, უნდა დაუბრუნდეთ სამართლიანობის გრძნობა, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ, რადგან ისინი, ვინც 2012 წლამდე დასდევდა, ისევ დასდევენ და დასცინიან“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g