LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ

122
6546577656756767

ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. როგორც არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) მედიას განუცხადა, გურამ დოჩანაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

თუ სად დაკრძალავენ მწერალს, ამ დროისთვის უცნობია.

“ყველას ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას. დღეს 3:00 საათიდან 4:00 საათადე მოასვენებენ ბატონ გურამს და სამშაბათს, 6 აპრილს გასვენება იქნება. დეტალურად, თუ სად დაიკრძალება, დღის ბოლოს გაირკვევა. ბატონი გურამი ყველა ადამიანისთვის იყო უახლოესი არა მარტო, როგორც მწერალი, არამედ ძალიან დიდი პიროვნება მისი სიკეთით, ქრისტიანული მორალით, მისი მსოფლმხედველობით. უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ბატონი გურამი უკვდავია და მისი ნაწარმოებები, შემოქმედება საუკუნეებს აუცილებლად გაუძლებს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

“ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე” – გურამ დოჩანაშვილის გულახდილი ინტერვიუ

“ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, “ნობელი” არ აცდებოდა, თვით გენიოსს “კათარზისიდან” არ მოუწევდა ცოლ-შვილისთვის სადილის ნარჩენების ზიდვა” – თეა გვასალია

“ბაკურიანი, 1958 წელი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი მოჩანან იმ ცხრათაგან, ამის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო რეალობად იქცა, გურამმა იარა ინდივიდუალური გზით და შექმნა თავისი განუმეორებელი ფურცელი მწერლობაში”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g