LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ ნაცმოძრაობის პოლიტიკურ პანაშვიდზე

133
გურამ მაჭარაშვილი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

მისი განცხადებით, „ამ განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ ნაცმოძრაობის პოლიტიკურ პანაშვიდზე“. მაჭარაშვილის თქმით, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების წინაშე მიჩნეულია, რომ საქართველოს ჰყავს ქართული და პროდასავლური ხელისუფლება.

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობის ტყუილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან დადასტურდა თავად ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ევროკავშირში ისე ამერიკაში, მიხვდნენ, რომ თურმე პოლიტიკური მავნებლები ყოფილან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და თურმე, საქართველოს სახელმწიფოს ჰყავს ქართული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც უნდა სტრატეგიული ურთიერთობა და არა ვასალური, აშშ-სთან. თუ დააკვირდებით, ამის მერე განცხადებები წამოვიდა ევროპიდან, ამერიკიდან და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება სწორედ ამას მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, ტერორიზმის წინააღმდეგ [მუშაობის] მიმართულებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ როგორც ნატო-სთან თავსებადობის, ევროატლანტიკური კუთხით საქართველო მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების წინაშე მიჩნეულია, რომ მას ჰყავს ქართული და პროდასავლური ხელისუფლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g