LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: ენმ-ს მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია

137
Untitled design (5)

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება და წარმომადგენლებს რეკომენდაციით მიმართავს, „პარტიაში თავმჯდომარის კიდევ ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ლევან ხაბეიშვილი იყოს თავმჯდომარე, ხოლო კენტ რიცხვებში – ნიკა მელია“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში“. ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

magti 5g