LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ისტორიაში შევა ის უგუნურობა, რომელსაც ამ სანქციებით დამმუქრებლები იჩენენ, არა მარტო მუქარა, არამედ აღსრულებაც კი ვერ გვაჩერებს… ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდზე წვდომა შეუჩერეს, ამან ბიძინა ივანიშვილი კი არ შეაჩერა, პირიქით, გლობალური ომის პარტიის მხილება უფრო გააქტიურა“

147
გურამ მაჭარაშვილი

„სანქციების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, აშშ-ის საზოგადოებამ გადაწყვიტა, რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა. ურთიერთობებს გადატვირთვა ბუნებრივად მოუწევს, რადგან ჩვენი, ამერიკელების, ასევე, ევროპული საზოგადოების უმრავლესობა ამბობს, რომ გვინდა ევროპული ღირებულება და არ გვინდა ლგბტ საზოგადოება, გვინდა დამოუკიდებლობა და არ გვინდა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის განცხადებით, „ისტორიაში შევა ის უგუნურობა, რომელსაც ამ სანქციებით დამმუქრებლები იჩენენ“.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდზე წვდომა შეუჩერეს და ამან ბიძინა ივანიშვილი კი არ შეაჩერა, პირიქით, „გლობალური ომის პარტიის“ მხილება უფრო გააქტიურა“:

„სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ…“ – გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები.

„სანქციებით გვემუქრებოდნენ, ზოგ შემთხვევაში კიდეც აღასრულებდნენ, მაგრამ სანქციები პირიქით მოქმედებდა. უფრო გვიღვივებდა მოტივაციას, რომ ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისა და ოჯახური ღირებულებებისთვის. როგორ შეიძლება, საქართველოს ისტორიის მქონე ქვეყნის მოქალაქემ, მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენელმა სანქციების შიშით ასეთ სიმართლეზე უარი თქვა. ასევე ისტორიაში შევა ის უგუნურობა, რომელსაც ამ სანქციებით დამმუქრებლები იჩენენ. რით ვერ გაიგეს, რომ არა მარტო მუქარა, არამედ აღსრულებაც კი ვერ გვაჩერებს.

ვერ შეგვაჩერებს. საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხონ, ხალხი თავს დებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ახლა სანქციას დაგადებ და ვერ ჩამოხვალ ვაშინგტონში, თუ სხვა რომელიმე დედაქალაქში რაღაც პერიოდის განმავლობაში – როგორ შეიძლება, ამან ვინმე შეაჩეროს, მათ შორის ამა თუ იმ ქვეყანაში ფინანსური სანქციებით. ამის კლასიკური მაგალითი მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ფორმალურ სანქციებამდე, რამდენიმე თვის წინ რომ დაადეს ამერიკიდან, მანამდე რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ფაქტობრივი სანქციები.

თინა ხიდაშელი: „ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა საკუთარი ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია“

მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია. ხიდაშელის განცხადებითვე, „ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია“.

ყველამ იცოდა, რომ რამდენიმე მილიარდზე წვდომა შეუჩერეს. ამან ბიძინა ივანიშვილი კი არ შეაჩერა, პირიქით, გლობალური ომის პარტიის მხილება უფრო გააქტიურა, თანაც ისეთ პერიოდში, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გლობალური ომის პარტია ყვაოდა. სანქციების გაგრძელებას ველოდებით, თუ არ ველოდებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. შეიძლება, ვიღაცას ტვინში ისევ უდუღს ძველი დრო და ისევ რაღაც „გამოაცხოს“, ეს ჩვენთვის მეასეხარისხოვანია.

მთავარია, რომ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა. ჩვენ ველოდებით, რომ აუცილებლად მოხდება დროთა განმავლობაში გადატვირთვა, ამ ურთიერთობებს გადატვირთვა ბუნებრივად მოუწევს, რადგან ჩვენი, ამერიკელების, ასევე, ევროპული საზოგადოების უმრავლესობა ამბობს, რომ გვინდა ევროპული ღირებულება და არ გვინდა ლგბტ საზოგადოება, გვინდა დამოუკიდებლობა და არ გვინდა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა. ურთიერთობების გადატვირთვას ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე: „ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს, ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g