LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „კი ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის – მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“

113
გურამ მაჭარაშვილი

„მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

აშშ საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს და პარლამენტარებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას“

„ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ძალებს სურთ, საქართველოში სუბიექტური სანქციებით დაგვაშინონ, თუმცა ეს არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება, რადგან ახლა ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტისა და გადარჩენისთვის. სუბიექტური სანქციებით მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ გამოყოფენ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად იბრძვიან. კი, ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g