LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები უცხოეთში, ჯერ ცდილობდნენ ვიზალიბერალიზაციის მისაღები სიკეთე მძევლად ჩაეგდოთ ხელში 2015-16 წლებში და ახლა, ასევე ცდილობენ უკვე მიღებული სიკეთის მძევლად ჩაგდებას ხელში იმავე ვიზალიბერალიზაციის სახით

217
გურამ მაჭარაშვილი

„ისედაც ვიცოდით, მაგრამ, ასეთი სურათი შეიქმნა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები უცხოეთში, ჯერ ცდილობდნენ ვიზალიბერალიზაციის მისაღები სიკეთე მძევლად ჩაეგდოთ ხელში 2015-16 წლებში და შანტაჟის ენით ესაუბრათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ახლა, ასევე ცდილობენ უკვე მიღებული სიკეთის მძევლად ჩაგდებას ხელში იმავე ვიზალიბერალიზაციის სახით და შანტაჟის ენით საუბარს საქართველოს ხელისუფლებასთან“,  –  ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას და მის უცხოელ პატრონებს ჯერ უვიზო რეჟიმის დაწესების დროს ჰქონდათ გარკვეული დათქმები და შანტაჟის ენით ესაუბრებოდნენ ხელისუფლებას, ახლა კი, უკვე მიღებული სიკეთის შანტაჟის იარაღად გამოყენება სურთ.

„ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ მძევლად მაქვს ჩაგდებული შენი საზოგადოების სიკეთე, ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაცია. ჯერ [უვიზო რეჟიმის] მიცემის დროს, მივცემთ თუ არა შენს საზოგადოებას, შენთვის ხომ მნიშვნელოვანია, ამიტომ, ან რუსთავი 2-თან დაკავშირებული საკითხი გააჩერე – მაშინ ეს იყო მოთხოვნა და დღეს, კარგად ვიცით, რომ ასევე უნდათ, უკვე მიღებული სიკეთე ჩაიგდონ მძევლად ხელში, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია და საქართველოს ხელისუფლებას იმავე შანტაჟის ენით ესაუბრებიან, რომ თუ გინდა, ეს სიკეთე შენმა საზოგადოებამ არ დაკარგოს, ამ შემთხვევაში, ან გადადექი, ან მეორე ფრონტი გახსენი და ა.შ.“ – განაცხადა  გურამ მაჭარაშვილმა.

⭕⬇„გამოიკვეთა, რომ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on კვირა, 22 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g