LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური პარტიების წერილზე: „ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ!“

138
გურამ მაჭარაშვილი

„ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ!“ – ამ განცხადებით უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოთხი ბარიერგადალახული პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი შეფასებით, პოზიცია ქვეყნის მტრობას განაგრძობს:

პრემიერი: „დღეს, ოთხმა პარტიამ მიმართა ევროკავშირს, მათ შორის მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს“

როგორც მან დღევანდელ  მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციამ ევროკავშირისგან მოითხოვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ფინანსური დახმარების შეწყვეტა და საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შეწყვეტა.

„მათი მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობა არ გვიკვირს. ეს ხალხი პირდაპირ ქვეყანას მტრობს და სამწუხაროდ, ამას არც მალავენ.

კახა კალაძე – „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა – ჩვეულებრივი მოღალატეები არიან“

მეორეს მხრივ, მათი სურვილია, რომ იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ, რისი შანსი მათ არა აქვთ“. – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.

ჯოზეფ ბორელი: „100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g