LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: ორი წლის წინ ვამბობდით, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ვენეციის კომისია გახდა პოლიტიკური იარაღი „დიფ სტეიტის“ ხელში, რაც ახლა დადასტურდა ამერიკის შესაბამისი გადაწყვეტილებით

239
გურამ მაჭარაშვილი

„ერთი ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა რამდენიმე მცდელობა, რომ მათ შორის, ვენეციის კომისიასთან გვეთანამშრომლა სამართლებრივ საკითხებზე, რაც უშუალოდ ვენეციის კომისიის ფუნქციაა, მაგრამ სამწუხაროდ მათი მხრიდან ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური შეფასებები ნაცვლად სამართლებრივი შეფასებებისა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ როგორც ჩანს ვენეციის კომისიაშიც შევიდა „დიფ სტეიტი“ იმიტომ, რომ ის აქცია პოლიტიკურ იარაღად” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით.

„როგორც რუბიო, ასევე ტრამპი და ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი პირდაპირ უწოდებს ამ 66-ივე საერთაშორისო ორგანიზაციას სისულელეების გამკეთებელ ორგანიზაციას და სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯების ორგანიციებს. პირდაპირ განაცხადა ამერიკის ელჩმა, რომ ამერიკა თავისი მოქალაქეების ფულს არ დახარჯავს იმ სისულელეებზე, რა სისულელეებსაც ემსახურება ეს 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის არის ვენეციის კომისია.

სიმართლე არის ძალიან ძლიერი. ამას ჩვენ ვამბობდით ორი წლის წინ, რომ სამწუხაროდ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ვენეციის კომისია გახდა პოლიტიკური იარაღი „დიფ სტეიტის“ ხელში, რაც ახლა დადასტურდა ამერიკის შესაბამისი გადაწყვეტილებით“- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g