პრეზიდენტის განცხადება, რომ არაფერს დაწერს და ვეტოს ისე წარმოადგენს, ღალატთან ერთად, ადასტურებს მის უვიცობას, კონსტიტუციაც არ აქვს წაკითხული, რისი უფლება აქვს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა უცოდინრობა გამოავლინა.
„სალომე ზურაბიშვილი როცა ამბობს, რომ ცარიელ ქაღალდს გამოაგზავნის პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ არც ხელს აწერს და არც შენიშვნები აქვს. სამწუხაროდ, ასეთი უცოდინრობა გამოავლინა პრეზიდენტმა და ეს არ გვიკვირს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა „პირველ არხს.“