LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ჩვენს ყოველ მეორე მოქალაქეს აშშ-მა ვიზაზე უარი უთხრა, ამავე დროს ამბობენ, რომ საქართველოს გვერდით დგანან, ეს შეურაცხყოფაა“

148
გურამ მაჭარაშვილი

„შეურაცხყოფაა, როცა საუბარია, რომ ამერიკა აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას ვიზებთან დაკავშირებით სანქციები დაუწესოს და ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია, რომ, ვიზების მიღების თვალსაზრისით, გაცილებით უკან ვართ, ვიდრე რუსეთი“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პირველ არხს“ უთხრა, დოკუმენტით პირდაპირ დასტურდება, რომ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ვიზაზე უარი უთხრეს და ამავე დროს ამბობენ, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ ჰყავთ და საქართველოს გვერდით დგანან.

„სანქციები, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება მმართველ გუნდზე, ესეც არის ის, რომ სული ჩაუბერონ გონებამიხდილ ოპოზიციას, რომ როგორმე მათი რეანიმაცია მოახდინონ“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ამერიკის ელჩი რამდენიმე თვე თავს იკავებდა და ჩვენც ამ პარტნიორულ ურთიერთობებს მივყვებოდით, მაგრამ ამერიკის ელჩმა, პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ წითელი ხაზების გადაკვეთაა, როცა ტყუილებს აკადრებ ჯერ საკუთარ თავს, ქვეყანას და შემდეგ ქართულ საზოგადოებას.

როცა საუბარია, რომ ამერიკა აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას ვიზებთან დაკავშირებით სანქციები დაუწესოს და ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს დასკვნას, სადაც პირდაპირ წერია, რომ, ვიზების მიღების თვალსაზრისით, გაცილებით უკან ვართ, ვიდრე რუსეთი, ეს შეურაცხყოფაა.

„ქალბატონმა რობინ დანიგანმა ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა… ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა“ – „ხალხის ძალა“ დანიგანს

„რატომ ფიქრობთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ – ს და ევროკავშირს სიკეთეს მოუტანს, ხოლო ჩვენთვის სახიფათოა? საქმე ისაა, რომ დიდი ხანია თქვენ ჩვენს ქვეყანას უყურებთ როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ხოლო ქართველ ხალხზე გაქვთ მცდარი წარმოდგენა, თითქოს მას კარგის და ავის გარჩევა არ შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ არის“- ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

მაგიდაზე ერთ მხარეს დევს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ვიზაზე უარი უთხრეს და ამავე დროს ამბობენ, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ ჰყავთ და საქართველოს გვერდით დგანან. ეს პირდაპირი ტყუილი და შეურაცხყოფაა“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ალუდა ღუდუშაური: „ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს… კი, აშშ-ის ვიზა მაქვს – რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მიყვარს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g