LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „საზოგადოება ახლა სწორად არის ინფორმირებული და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე განცხადებები უკვე ფარატინა ქაღალდებია“

130
გურამ მაჭარაშვილი

„ადრე დეზინფორმირებულ ადამიანს მარტივად მართავდნენ, მაგრამ ახლა საზოგადოება სწორად ინფორმირებულია და გაცვდა სიტყვები – საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საზოგადოება სწორად არის ინფორმირებული და ევროპიდან და ევროკავშირიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით, უკვე ფარატინა ქაღალდებია.

აღნიშნული კომენტარით გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს შეეხებოდა.

მაჭარაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მოწინავე ადგილებზე ასახელებენ დემოკრატიის განვითარების კუთხით, რასაც საზოგადოება ხედავს.

„ქართული საზოგადოება უკვე მაღალ დონეზეა ინფორმირებული და ვერცერთი განცხადება ვერც ევროპიდან და ვერც ევროკავშირიდან ვეღარ დააზიანებს საქართველოს საზოგადოების აზროვნებას, რადგან მათი მძლავრი იარაღი დეზინფორმაციაა.

ადრე დეზინფორმირებულ ადამიანს მარტივად მართავდნენ, მაგრამ ახლა საზოგადოება სწორად ინფორმირებულია და გაცვდა სიტყვები – საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

საზოგადოება ხედავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პირველ-მეორე ადგილზე ასახელებენ დემოკრატიის განვითარების კუთხით, თუ გამჭირვალობის თვალსაზრისით. ეს განცხადებები უკვე ფარატინა ქაღალდებია“. – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა „პირველ არხს“.

ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის, მაიკლ კარპენტერის „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნა: „საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g