LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „საზოგადოება ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ გააგონებს, რომ საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება, ვინ სად შეიკრიბება“

209
გურამ მაჭარაშვილი

„ნურავინ გაბედავს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეეწინააღმდეგოს. ვინ სად შეიკრიბება, ვაი პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ქართული საზოგადოება 29 აპრილს ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ გააგონებს, რომ საქართველო არის შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს, ხოლო პატივს არ სცემს არავის, ვინც საქართველოს მტრად მოეკიდება.

„ხალხის ძალა“: როგორც შარშან გავხადეთ იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არ აქვ

„ქართველი ხალხი მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ მტრის და მოყვარის გარჩევა ვიცით. ნურავინ გვასწავლის ნურც ევროპულ ღირებულებას და ნურც ევროპულ ცივილიზაციას, პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს. ამას ქართველი ხალხი მსოფლიო საზოგადოებას 29 აპრილს კიდევ ერთხელ დაანახებს.

ოპოზიციას აქციაზე სულ უფრო მცირე მხარდამჭერი ჰყავს. რატომ? მოსახლეობის უმრავლესობამ გაიგო, რომ გამჭვირვალეობა არის ერთადერთი გამოსავალი. ქართველი ხალხის მოთხოვნაა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული არ მონაწილეობდეს, ეს არის ანი-ბანი. თუ ოპოზიცია კანონიერად შეიკრიბება, ეს მათი უფლებაა.

ასევე ნახეთ

„იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ“.

ყოველგვარ დაძაბულობას გამოვრიცხავ. იმდენი ხალხი მოვა, რომ ყველას გაუქარწყლდება აქციის ჩატარების სურვილი. თუ რაიმე პროვოკაცია იქნება, ამას კანონის ფარგლებში მიეხედება. ნურავინ გაბედავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეეწინააღმდეგოს.

ირაკლი კობახიძე: „გუშინ 350 ადამიანი იყო შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა პარტაქტივი იყო.. შეკრებაზე ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ“

ვინ სად შეიკრიბება, ამ ვაი პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება, ამ ყველაფერს თავი დაანებონ, თორე, ბევრჯერ მოხვდებათ კანონის ფარგლებში კანონის ხელი“. – განუცხადა „პირველ არხს“ გურამ მაჭარაშვილმა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g