LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „თხოვნა მაქვს მედიასთან – აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, თუ რა გეგმა აქვთ, ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, არ იცის საკითხი“

119
გურამ მაჭარაშვილი

„ოპოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჭინთვების პროცესშია – ნაწილი მალე შემოვა, ნაწილი დაიგვიანებს, მაგრამ გინდ შემოვიდნენ, გინდ ნუ შემოვლენ – ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს!“, – აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, ხალხმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვა და „თუ ადრე არჩევნების დროს ამოსდიოდათ „კიდევ სცადეთ“, ახლა ამოუვიდათ – „აღარ სცადოთ“.

მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა, ოპოზიციის ლიდერებს გეგმის თაობაზე კითხვა აღარ დაუსვან.

„თხოვნა მაქვს მედიასთან: – აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, თუ რა გეგმა აქვთ – ხომ ხედავთ, რომ გეგმა არა აქვთ და რატომ აწვალებთ? ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს – არ იცის საკითხი და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, რა გეგმა გაქვსო, გეგმა არა აქვთ, ამიტომ ამბობენ: ხაზარაძეა ჩვენი გეგმაო.

ოპოზიციის მხარდამჭერებიც მიხდნენ, რომ არანაირი გეგმა და სტრატეგია არ ჰქონიათ და არც ექნებათ. მათი გეგმა იყო ძალაუფლების რევოლუციის სცენარით დაბრუნება, რაც არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ.

რაც შეეხება მათ პარლამენტში შემოსვლას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არა პარლამენტში, მაგრამ არც მათი შემოსვლა და არც შემოუსვლელობა ქვეყნის განვითარებაზე რეაქციას არ მოახდენს, რაც არის მათი პრობლემა. გინდა შემოვიდნენ, გინდა ნუ შემოვლენ – ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მათ შემოუსვლელობას მხოლოდ ერთი პოზიტივი ექნება – ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ძალიან წყნარად და მშვიდად გავაგრძელებთ სახელმწიფოს განვითარებას, რა პერსპექტივა საერთაშორისო ინსტიტუტებმაც აღიარა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g