LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე 95 მილიონად გაცვლის, ძალიან ცდება“

152
გურამ მაჭარაშვილი

„თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე გაცვლის, 95 მილიონად, ძალიან ცდება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, იმედი აქვს, რომ სამი თვის შემდეგ, როდესაც არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოსთან მიმართებაში, კვლავ დიპლომატიურ ენაზე ალაპარაკდება:

აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს

„თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე გაცვლის , 95 მილიონად, ძალიან ცდება. როდესაც ქართველ ხალხს ეუბნები უარს ფულის დახმარებაზე და ამ დროს აფინანსებს იმ NGO სექტორს, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, აქ მეგობრობაზე საუბარი ვერ იქნება.

ასევე ნახეთ

„კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება? კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?!“

ყველას ვარწმუნებ, რომ სამი თვის შემდეგ, როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი, ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებაში“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი: „საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა“

mazda magti 5g