„ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი გაასაჯაროვა ოპოზიციამ, იმსახურებს შექებას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კარგია, რომ საზოგადოება გაიცნობს იმ პოლიციელებს, ვინც თავისი ჯანმრთელობის და ოჯახის ბულინგის ფასად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და მშვიდობას“, – წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც, მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ.
როგორც „მთავარ არხში“ აცხადებენ, აღნიშნული სია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.
🟥 ყველა პოლიციელი რომლის სახელი და გვარი გაასაჯაროვა ოპოზიციამ იმსახურებს შექებას. კარგია რომ საზოგადოება გაიცნობს იმ…
Posted by გურამ მაჭარაშვილი / Guram Macharashvili on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024