„ეს არის თავიდან ბოლომდე ბუტაფორია -კომიკურია გურამ მაჭარაშვილი რომ იყოს რამის გამომძიებელი. ამ ადამიანს „სანტა კლაუსის“ ფორმა უფრო უხდება ახალ წელს, ვიდრე გამომძიებლის როლი საპარლამენტო კომისიაში“,– ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სიჭინავამ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო კომისიის წევრებს „წარმოდგენა არ აქვთ გამოძიება როგორ უნდა აწარმოონ და 6 თვეში შედეგი როგორ უნდა დადონ“:
„არაფერს ველოდები. მე ვიყავი იმ დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობათა საქმეთა გამომძიებელი და პროკურორი, რომელიც 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას აწარმოებდა. არაერთი კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმეა ჩვენ მიერ გახსნილი. არაერთ მოქალაქეს აქვს თავისი უფლებები აღდგენილი, არაერთი მოქალაქის, პოლიტიკური პატიმრის საქმე გადაისინჯა. ამ დეპარტამენტზე ეფექტურად, არ მგონია, ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იმ მაჯლაჯუნებმა, ვინმემ, ეს საქმეები გამოიძიოს. შემომსხდარან და პოლიტიკური აქტივიზმით უფრო არიან დაკავებულები, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი პროცესით.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური საკითხია. ამას სამართლებრივ საკითხებთან არანაირი კვეთა არ აქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაზე“ საუბრობენ ადამიანები, რომელთაც გარშემო ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ამ „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მსახურები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ციხის ბუნტში, მაშინ როდესაც იყვნენ კურატორი მოადგილეები იუსტიციის სასჯელაღსრულების დანაყოფის. ადამიანები, რომლებიც იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაქირავებული ადვოკატები, რომელთაც დაზარალებულებს უსვამდნენ იმისთვის, რომ ინფორმაციები მიეტანათ მათთან.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს – ვის მოუსმენს დროებითი საგამოძიებო კომისია
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.
ადამიანები, რომლებიც 2012 წელს მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, წითელი ხაზი იყო გასმული „ნაცმოძრაობასა” და დანარჩენ ქვეყანას შორის, იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები. მაგალითად, ვასილ ჩიგოგიძე იყო ბიძინა ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეში მონაწილე, ბრალდებული. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყო მიცემული ეს ადამიანი. ზოგიერთი 5-ნომრიანი მაისურით დარბოდა.
რა დასკვნაც არ უნდა დადონ ამ ადამიანებმა, მურუსიძე გაასამართლებს ამ ადამიანებს მერე? ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ, ამ ჩაფეხვილი კომისიიდან, რომელიც რაღაცას ფაფხურობს, ჯერ ხომ წარმოდგენა არ აქვთ გამოძიება როგორ უნდა აწარმოონ და 6 თვეში შედეგი როგორ უნდა დადონ. თუ რეალური საქმე უნდათ უზარმაზარი „ქეისი“ შეიძლება იყოს გამოსაძიებელი. ამიტომ, 6 თვეში ამის გამოძიება ფიზიკურად შეუძლებელია და ამას არც გააკეთებენ. ეს უნდათ პიარულად შესაფუთად იმისთვის, რომ რაღაც განცდა შექმნან, თითქოს „ნაცმოძრაობას“ ასამართლებენ.
რეალური „ნაციონალური მოძრაობა“ უზით საპარლამენტო კაბინეტებში, მინისტრთა კაბინეტებში. მათ შორის, ერთ-ერთი მინისტრი 2012 წელს იყო „ნაცმოძრაობის“ შემომწირველი და დღეს არის მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამ ადამიანებისგან, ბუნებრივია, არასერიოზულია მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თითქოს 2003-12 წლებში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებენ, მაშინ როდესაც უკვე ხანდაზმულობის ვადები უწევთ ამ საქმეებს. ამიტომ, ეს არის თავიდან ბოლომდე ბუტაფორია. თუ რამის თავი ჰქონდათ აქამდე გამოიძიებდნენ. კომიკურია გურამ მაჭარაშვილი რომ იყოს რამის გამომძიებელი. ამ ადამიანს სანტა კლაუსის ფორმა უფრო უხდება ახალ წელს, ვიდრე გამომძიებლის როლი საპარლამენტო კომისიაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„მინდა ყველა მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, ეს სერიოზული პროცესია“ – წულუკიანის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ
„ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.