გურამ რჩეულიშვილმა საპყრობილე, შესაძლოა, დღესვე დატოვოს, მას აღკვეთის ღონისძიების 9 თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურება.
„ბათუმის მაგნოლიას“ საქმეზე მოსამართლე ამ წუთებში მსჯელობს.
საქმის პროკურორები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რჩეულიშვილი გათავისუფლდება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში დადგება და მას კვლავ საპატიმროში დააბრუნებენ.