LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ შეროზია ეკატერინე ტიკარაძეს: „არ გიფიქრია, რომ აგვცრათ სოციალურად აქტიური საზოგადოება?!..“

402
guramsherozia2045

ბლოგერი გურამ შეროზია ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს და წერს, რომ კარგი იქნება, თუკი ვაქცინის დოზების გაფუჭებისა და გადაღვრის მაგივრად, სოციალურ აქტიურ საზოგადოებას მიეცემა მათი გამოყენების საშუალება.

გთავაზობთ პოსტს:

„ჩემო კეთილო გოგო და მრავალი ღირსებით შემკულო: კეთილი თვალებით, მომხიბვლელი კარეთი და მშვიდი ნერვებით (ნუ მთავარ ღირსებებად მე ამას ვხედავ შენში), იდეა მაქვს:

– ხომ გაქვთ ვაქცინების პარტიები, რომელიც გვილპება

– გვყავს ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და არ რეგისტრირდება, ზოგს დაჩიპვის ეშინია, ზოგმა ხატია სიჭინავას დაუჯერა – ბავშვი აღარ გაგვიჩნდებაო და ათასი ა.შ.

– ასევე ვართ ხალხი, რომლებსაც ახლა არ გვიწევს აცრა, მაგრამ მზად ვართ, ავიცრათ, მერე ხომ მოგვიწევს თან…

ჰოდა, არ გიფიქრია, რომ აგვცრათ სოციალურად აქტიური საზოგადოება (ნაცვლად ლამის გადაყრისა ამ დოზების), რაც უბრალოდ, ადგილების გაცვლა იქნება (ანუ ჩავთვალოთ – მოხუცმა დამითმო რიგი), შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, იმავდროულად – ხატია სიჭინავას, თუ ვინმე პირობითად, მაგული ჭიჭაღუას მიმდევრები ნახავენ, რომ:

– აი, გაიკეთეს გურამმა და სხვებმაც

– გავიდა ორი თვე და უპს, არც ვაიფაი დაიჭირა და არც რამე სხვა მოუვიდა, ჰოდა, ნელ-ნელა ისინიც მოდუნდებიან, გაიზრდება ნდობა და ასე დავამარცხებთ ამ ჩაკეტილობასა და მისით გამოწვეულ კრიზისებს.

აქვე: მართლა კარგი ადამიანი მგონიხარ და არ მაქვს იმაზე გართულება, რომ ყველას ყველაფერი იდეალურად უნდა გამოგვდიოდეს, მინისტრობა იქნება ეს, კრიზისების მართვა, თუ ა.შ.

აი მაგ. არც მე გამომდის ცეკვა. უბრალოდ, მე ნამუსი მაქვს და არ ვცეკვავ, შესაბამისად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g