LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ შეროზია: „ნებისმიერი უთანხმოება და პრობლემა უნდა მოგვარდეს ჩვენი „ოჯახის“ ანუ ქვეყნის შიგნით და ევროვიზიის პოსტებზე დაჰაჰავება და ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად, თავი მართლაც კარგად გაართვა და მინიმუმ ჩვენს თანადგომას იმსახურებს!“

411
შეროზია

გურამ შეროზია ევროვიზიის კონკურსზე მარიამ შენგელიას გამოსვლას ეხმაურება.

როგორც შეროზია აღნიშნავს, დიდი სტრესი, პასუხისმგებლობა და მღელვარებაა იქ საქართველოს სახელით გასვლა, მარიამმა კი გამოწვევას თავი მართლაც კარგად გაართვა.

„ახლა ვუყურე და ძალიან მაგარი გოგოა მარიამი, ნიჭიერი, ლამაზი, მშრომელი და თავისი მაქსიმუმი დადო!

მერე რა, თუ ან სიმღერაში არ გაუმართლა ცოტათი, ან იქ სხვა რამეს ექცევა ყურადღება, აქ კონკრეტულ ადამიანს ვაფასებთ და იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას.

ნებისმიერი უთანხმოება და პრობლემა უნდა მოგვარდეს ჩვენი „ოჯახის“ ანუ ქვეყნის შიგნით და ევროვიზიის პოსტებზე დაჰაჰავება და ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად, მიუხედავად იმისა, რომ ქოცურ ნარატივებს კვლავინდებურად ვემიჯნები და ასე იქნება მომავალშიც!

წარმოუდგენლად დიდი სტრესი, პასუხისმგებლობა და მღელვარებაა იქ საქართველოს სახელით გასვლა, თავი მართლაც კარგად გაართვა და მინიმუმ ჩვენს თანადგომას იმსახურებს! და ყველაზე მეტი ნახვა აქვს მის ვიდეოს, ამაში მაინც ვართ პირველები და დავაფასოთ,“ – წერს გურამ შეროზია.

„იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა…ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა..კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე, ბრავო“ – რას წერს ზაზა შენგელია

ირმა სოხაძე: „მარიამი ნამდვილად საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“

ვიდეო: მარიამ შენგელიას საოცარი გამოსვლა „ევროვიზიაზე“ – საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მე-10 ნომრად წარსდგა

საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარსდგა და შეასრულა სიმღერა Freedom – თავისუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g