გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 52 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხმელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, ნაწილმა მათ შეთავაზებაზე თავად თქვა უარი, თუმცა, გამგეობა მზად არის, ნებისმიერ დაზარალებულს დაეხმაროს. გამგებლის ინფორმაციით, სამ სხვადასხვა სასტუმროში ამ დროისთვის 208 ადამიანი, სულ 52 ოჯახია განთავსებული. მისივე თქმით, დღის ბოლომდე აღნიშნული მოქალაქეების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
გურამიშვილის 34 ნომერში აფეთქების შედეგად, ჩამონგრებულია 16 სართულიანი კორპუსის 4 სართული, დაზიანებულია მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები. ჩამსხვრეულია მინები. თვითვხილველების ინფორმაციით, მათ აფეთქმების ძლიერი ხმა დაახლოებით დილის 9-ის 10 წუთზე გაიგეს.სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. 4 ადამიანი გადაყვანილი არიან კლინიკებში. მოხდა კორპუსის სრული ევაკუაცია. დაზიანებულია გვერდითა კორპუსიც.ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო […]
გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა, ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, ზარალის დათვლა დასუფთავების სამუშაოების შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, ასევე დგინდება მოპირდაპირე კორპუსში დაზიანებები.
“სანამ არ გაიწმინდება კორპუსი, ზარალს ვერ დავითვლით, რაც შეეხება მიმდებარე კორპუსებს იქ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. გუშინ ჩვენ ვთქვით, რომ მინიმუმ ერთ კვირაში გვეცოდინება საცხოვრებლად ვარგისია თუ არა ეს კორპუსი. ვვარაუდობთ, რომ მცხოვრებლების ნაწილი ალბათ შეძლებს ბინებში დაბრუნებას. რაც შეეხება იმ
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე.
თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახური და პოლიცია მოსახლეობის ნაწილს, იქ სადაც საფრთხე არ არსებობს, კორპუსში ნივთების ასაღებად უშვებს.