LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ფსიქოტროპული წამლების გასაცემად ყალბი რეცეფტის დამზადებაზე ფარმაცევტი დააკავეს

guria

გურიაში 1984 წელს დაბადებული ნ.ლ. ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ბრალდებით დააკავეს.

ქალს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ლანჩხუთში, ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში ფარმაცევტად მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკანონოდ ყიდდა ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილ, მკაცრ აღრიცხვაზე არსებულ რეცეპტებს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო – ყალბი რეცეპტები, რეცეპტების ცარიელი ბლანკები და სამსახურებრივი კომპიუტერი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g