LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის ყოფილმა რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ, გასულ წელს, ყველაზე მეტი – 9 868 ლარის საწვავი გახარჯა: TI

60
ზურაბ-ნასარაია-გურია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI)“  „სახელმწიფო რწმუნებულის“ ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯი შეისწავლა, რამაც ჯამურად 5 182 978 ლარი შეადგინა.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლევაში თავმოყრილია მონაცემები, რომელიც შეეხება:

  • გაცემული შრომის ანაზღაურება
  • ჯილდოს/პრემიისა და სახელფასო დანამატი
  • ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაცია
  • მივლინებები
  • საწვავი
  • ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯები

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ,  2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ,  4 297 151 ლარი შეადგინა, რაც 49 459 ლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4 247 692 ლარი) შედარებით.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, ძირითადი ნაწილი კი – 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე.

„ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 80 ავტომობილი, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 270 017 ლარი დაიხარჯა, რაც 17 834 ლარით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (252 183 ლარი)“, – ვკითხულობთ კვლევის ტექსტში.

ამავე კვლევის თანახმად, თანამდებობის პირებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9 868 ლიტრი) გურიის,  ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა.

ორგანიზაციის განცხადებით, სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2020 წელს 47 442 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი, 19 628 ლარი დაიხარჯა.

“სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2020 წელს 454 428 ლარი დახარჯეს და შეისყიდეს 254 413 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 46 327 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 82 660 ლარი”, – ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს 28 392 ლარი დახარჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g