გურჯაანში, 2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ორი დღის წინ დატრიალდა.
მედიის ცნობით, ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
