გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს.
მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.