LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანის ტექნოპარკი „ღვინოთონი 3.0“-ს უმასპინძლებს

123
ღვინოთონი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 13-14 ივლისს, გურჯაანის ტექნოპარკში, „ღვინოთონი 3.0“ ჩატარდება.

ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია მეღვინეობის სექტორში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.

ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით, პროტოტიპირებით, მეღვინეობით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4 წევრიანი გუნდები).

ღონისძიების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება: თბილისი-გურჯაანი/გურჯაანი-თბილისი.

პროექტის მონაწილეები ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს შექმნიან. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობისას ისარგებლონ გურჯაანის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში.

გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელსაც 10 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცემა პროტოტიპის განვითარების მიზნით.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აქ


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები