გურჯაანში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ველისციხეში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება დაუდგენელმა პირმა მიაყენა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.