გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდას სხეულის და თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათია, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.