LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის არის 4 წლის ბავშვი

397
ავარია-3

გურჯაანში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის 4 წლის ბავშვი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით მომხდარი ავარიის დროს ადგილზე დაიღუპა დედა, მამა და მათი 4 წლის შვილი.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ოჯახი ავტომანქანით სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მანქანა ტრაქტორს შეეჯახა და ამობრუნდა.

გავრცელებული ცნობითვე, ავტომობილში იყო ოჯახის კიდევ ერთი შვილი – მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები