LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

265
პოლიცია

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g