გურჯაანში ორსული გარდაიცვალა. ის კლინიკაში ოჯახის წევრებმა შეიყვანეს.
როგორც ექიმები ამბობენ, თავდაპირველად ნაყოფი დაიღუპა, ოპერაციის შემდეგ კი ქალიც გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში სამშობიარო ტკივილებით მივიდა.
ცხედარი ამ დროისათვის ექსპერტიზაზე, სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.
შსს გამოძიება 116 დაიყო რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს