LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ყურძნის და სხვა ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება

76

სახელმწიფო პროგრამა „ აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გურჯაანში ყურძნის და სხვა ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 967 692 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. საწარმოში ჯამში 40 ადამიანი დასაქმდება.

პროექტის განსახორციელებლად, შპს „ჯიემსვით ენდ დრინქსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გურჯაანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9884.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g