დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჩხვიმიანი მეშვიდე დღეა, შიმშილობს.
ლაშას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი დეიდაშვილი მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„გუშინ შაქარი ჰქონდა დავარდნილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ, 24 საათიანი მორიგეობა დააწესა.
მონიტორინგს ახორციელებენ. პრინციპულად მოსთხოვეს შაქრიანი წყალი დალიოს, ან ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კომაში ჩავარდნა რომ ავიცილოთ თავიდან. კატეგორიული უარი განაცხადა.
„შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც – დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა, შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა“ – ლაშა ჩხვიმიანი
„ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გაუგია, თვითონაც შეუწყვეტია საკვების მიღება“, – წერს ლაშა ჩხვიმიანი დედაზე.
ასევე მნიშვნელოვანია ელექტროლიტები დაელია, რასაც ასევე არ აკეთებს.
სუსტად არის, მაგრამ მხნედ და მიდის მიზნისკენ, რომ გაგვაერთიანოს, გამოგვაფხიზლოს.
მე უმძიმესი დღეები გავიარე მორალურად. გარდა იმისა, რომ დეიდაშვილია ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ეგ ძალიან გვაახლოებს.
ამ დღეების განმავლობაში ბევრი საყვედური მინდოდა მეთქვა, რომ წარმოუდგენელი მორალური ჯოჯოხეთი მოგვიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი ყველა ქმედება იმისკენ იყო მიმართული რომ მისთვის მორალურად მდგომარეობა შემემსუბუქებინა.
მოგვიანებით აუცილებლად მოვყვები ყველაფერს რაც ამ დღეებს ახლდა- იმედგაცრუებებს, სიკეთეებს, თანაგრძნობებს და მუნიციპალურ განსაკუთრებულ ამორალურ ცინიზმსაც.
მანამდე კი სამშობლოს ვჭირდებით. ლაშას სურვილია, რომ ჩვენ შევიკრიბოთ დმანისში სამშობლოსთვის და ცხადია ჩვენ ამას სახელოვნად ვიზამთ.
დღეს გელოდებით 18:00 საათზე დმანისის ცენტრალურ პარკში, შევიკრიბოთ სამშობლოსთვის.
ლაშა ჩხვიმიანი ბოდიში ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისგან, რომ შენ სხვა გზა არ დაგიტოვეთ” – წერს ლაშა ჩხვიმიანის დეიდაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ლაშა ჩხვიმიანი 30 იანვრიდან შიმშილობს. რეჟისორმა, დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „რა დარღვევებიც დმანისში ნახა, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად!“.